ნიკო ნიკოლაძე ლიბერალური ნაციონალიზმის თეორიის თვალსაჩინო წარმომადგენელი


1864 წლის ივლისში,ნიკო ნიკოლაძეს, გარიცხვიდან სამი წლის მერე, უცხოეთში სწავლის უფლება მისცეს. იმავე წლის შემოდგომაზე იგი საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის სორბონას უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. უნივერსიტეტში სწავლისას ეუფლებოდა ფილოსოფიას და პოლიტიკურ ეკონომიკას. სორბონაში სწავლის პერიოდში მუდამ მაძიებელი და მოუსვენარი ნიკო შვეიცარიით დაინტერესდა. 1865 წლის შემოდგომაზე სასწავლებლად ჯენევის უნივერსიტეტში გადავიდა. შვეიცარიის კარგად შესასწავლად ნიკოლაძე გერმანულ ენოვა ციურიხში გადაინაცვლა, იმავდროულად გერმანული ენის შესწავლაც დაიწყო, წიგნესაც კითხულობდა გერმანულად.

1868 წელს ნიკო ნიკოლაძემ წარმატებით დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტი და სადოქტორო-სადიპლომო ნაშრომიც ბრწყინვალედ დაიცვა თემაზე: ” განიარაღება და მისი ეკონომიკურ-სოციალური შედეგები”.


No comments:

Post a Comment