1858 წლის 18 ნოემბერს რუსეთის იმპერატორის ბრძანებით ფოთი გამოცხადდა სავანსადგურო ქალაქად. დაჭაობებულ ქალაქს ხალხი არ ეტანებოდა და მასში ნაკლებად სახლობდა. 1863 წლისთვის მოსახლეობა მკვეთრად გაიზარდა. ქალაქში უპირატესი დასახლების უფლებას ვაჭრებსა დახელოსნებს აძლევდნენ.
ნავსადგურის მშენებლობა 25 წელი გაგრძელდა, უამრავი ფული დაიხარჯა, თუმცა არაორგანიზებული მუშაობის გამო შედეგი ცუდი აღმოჩნდა - ნავსადგური გემების წყნარი დგომისთვის სრულიად მოუხერხებელი იყო, ქარიშხლის დროს კი გემების ღუზა იგლიჯებოდა და ისინი ხშირად იმტვრეოდნენ, ამიტომ აუცილებელი შეიქმნა ნავსადგურის რეკონსტრუქცია. ამ საქმეს თავი ვერ მოაბა ვერც 1883 წელს დაარსებულმა თვითმმართველობამ და ვერც ქალაქის თავებმა. თვითმმართველობის დაარსების ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არაფერი შეცვლილა.
ყველაზე გონივრული, რაც თვითმმართველობამ დაარსების 11 წლის განმავლობაში გააკეთა, აღმოჩნდა ის, რომ ქალაქის დეპუტატებმა თხოვნით მიმართეს ნიკო ნიკოლაძეს და იგი ქალაქის თავად მიიწვიეს. 1994 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდა ფოთის ქალაქის თავის არჩევნები, რომელშიც თავმჯდომარეს აიჩიეს ნიკო ნიკოლაძე. ის კიდევ ოთხჯერ აირჩიეს ამ თანამდებობაზე.
No comments:
Post a Comment