Tuesday, January 28, 2014

ნიკო ნიკოლაძე ჟურნალისტი


საქართველოში ჟურნალისტების დღეს აღნიშნავენ. საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ჟურნალისტები დაჯილდოვდნენ.
ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია წელს 20 ჟურნალისტს მიენიჭა. ისინი ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ შედგენილმა ჟიურიმ დაასახელა.

ორგანიზატორებმა, სიგელის გარდა, მათ ფულადი პრემია და სხვა საჩუქრებიც გადასცეს.

ჟურნალისტებმა დღეს საშა იოსელიანის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

21 მარტი 1995 წლიდან უკვე 15-ედ აღინიშნა. 

ნიკო ნიკოლოძე ფოთის აღმშენებელი



1858 წლის 18 ნოემბერს რუსეთის იმპერატორის ბრძანებით ფოთი გამოცხადდა სავანსადგურო ქალაქად. დაჭაობებულ ქალაქს ხალხი არ ეტანებოდა და მასში ნაკლებად სახლობდა. 1863 წლისთვის მოსახლეობა მკვეთრად გაიზარდა. ქალაქში უპირატესი დასახლების უფლებას ვაჭრებსა დახელოსნებს აძლევდნენ.
ნავსადგურის მშენებლობა 25 წელი გაგრძელდა, უამრავი ფული დაიხარჯა, თუმცა არაორგანიზებული მუშაობის გამო შედეგი ცუდი აღმოჩნდა - ნავსადგური გემების წყნარი დგომისთვის სრულიად მოუხერხებელი იყო, ქარიშხლის დროს კი გემების ღუზა იგლიჯებოდა და ისინი ხშირად იმტვრეოდნენ, ამიტომ აუცილებელი შეიქმნა ნავსადგურის რეკონსტრუქცია. ამ საქმეს თავი ვერ მოაბა ვერც 1883 წელს დაარსებულმა თვითმმართველობამ და ვერც ქალაქის თავებმა. თვითმმართველობის დაარსების ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არაფერი შეცვლილა.

ყველაზე გონივრული, რაც თვითმმართველობამ დაარსების 11 წლის განმავლობაში გააკეთა, აღმოჩნდა ის, რომ ქალაქის დეპუტატებმა თხოვნით მიმართეს ნიკო ნიკოლაძეს და იგი ქალაქის თავად მიიწვიეს. 1994 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდა ფოთის ქალაქის თავის არჩევნები, რომელშიც თავმჯდომარეს აიჩიეს ნიკო ნიკოლაძე. ის კიდევ ოთხჯერ აირჩიეს ამ თანამდებობაზე.


ნიკო ნიკოლაძის ბიოგრაფია



ნიკო (ნიკოლოზ) ნიკოლაძე დაიბადა 1843 წლის 27 სექტემბერს, ქ. ქუთაისში. მისი მშობლები იაკობ ნიკოლაძე და ელისაბედ ლორთქიფანიძე ტრადიციულ ქართულ ოჯახებში აღზრდილი ადამიანები იყვნენ. მამა კომერციიის მიმდევარი იყო, სავაჭრო სახლის მფლობელი, რომელიც საქონლის შემოტანას ახორციელებდა რუსეთიდან და ევროპიდან და ჩონებურად უძღვებოდა საქმეს. იგი თავისი მეუღლესავით დიდად აფასებდა სწავლა-განათლებას, წიგნს. დედა- ელისაბედ ლორთქოფანიძე იმ დროისათვის საკმაოდ განათლებული ქალბატონი ზეპირად მცოდნე ვეფხისტყაოსნის და ქართული ხელნაწერების, რომელთაც უკითხავდა მეუგლეს და შვილებს.

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1861 წელს მამის ახლო მეგობრების, ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძისა და ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის გრიგორ ერისთავის რჩევით ახალგაზრდა ნიკო პეტერბურგს მიემგზავრება და იქაური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსზე ირიცხება.
1928 წლის 1 აპრილს 85 წლის ნიკო ნიკოლაძე თბილისში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. დაკრძალვის წინ მას ტვინი ამოუღეს და იგი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის თავის ტვინის მუზეუმში შეინახეს. ის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.